ეკონომიკა

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გაერთიანება შავი ზღვის რეგიონში საქმიანობას აფართოებს

OMP Petrom
19:51 29.06
დაკოპირებულია

OMP Petrom შავი ზღვის რეგიონში საქმიანობას აფართოებს, - ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გაერთიანება OMV Group - ში შემავალი OMP Petrom  ოფიციალურ ვებგვერდზე რელიზს ამ სათაურით აქვეყნებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

კომპანიამ 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება - მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა.

რელიზში მოყვანილია OMP Petrom - ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პიტერ ცაილინგერის განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია ადასტურებს მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელებას შავი ზღვის რეგიონში. „ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც შედის Han Asparuh (ჰან ასპარუჰის) საძიებო ლიცენზიაში ბულგარეთის ოფშორში. ეს რუმინეთის შავი ზღვის წყლებში ჩვენი 40-წლიანი გამოცდილების ბუნებრივი გაგრძელებაა,“ - განაცხადა პიტერ ცეილინგერმა.      

შავი ზღვის რუმინეთის კონტინენტურ შელფზე კვლევა 1969 წელს დაიწყო. ნახშირწყალბადების პირველი მარაგი შელფზე აღმოაჩინეს 1980 წელს, ხოლო მოპოვება - 1987 წელს. ამჟამად OMV Petrom - ი, რომელიც სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, აწარმოებს საძიებო, განვითარებისა და წარმოების საქმიანობას წყალმარჩხ ადგილებში (ისტრიას ბლოკი) და ExxonMobil-თან თანამშრომლობით საძიებო სამუშაოებს ღრმაწყლოვან ზონებში (ნეპტუნის ღრმა წყლები).

სპეციალური პენიტენციური სამსახური

„covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დ...

covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თან...
14:16
არსებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმ...
50 წუთის წინ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპ...
22:40
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“, ერთ-ერთმა ლიდერიმა და საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა თ...
21:53
დღეის, 26 სექტემბრის მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში კორონავირუსით დაინფიცირების 1 286 შემთხვ...
21:45
ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი თეონა თამაზაშვილი: დავაყენებ თამარის ფსიქოლოგ...
გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სელფვიდეოების გავრცელების შემდეგ უამრავი კითხვა ჩნდება,...
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომ...
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პროგ...
დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებულ დავით ფურცხ...
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი: ძლიერი...
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ წარმომადგენლები თავ...