გაიზრდება თუ არა ფასები პურსა და ფქვილზე საქართველოში? - ამასთან დაკავშირებით PIA.GE-სთან კომენტარი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავამ გააკეთა.
„15 თებერვლიდან რუსეთში კვოტირება ხდება ხორბალზე, შესაბამისად, საბაჟო ფასი იზრდება. აქედან გამომდინარე, ხორბლის ფასი იზრდება მსოფლიო ბაზრებზეც. ხორბლის ფასის იმპორტი გაძვირდება, მაგრამ 4 თვიანი სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს 1-ელ აპრილამდე.
2 თვიანი ტენდერი უკვე ჩატარებულია და „პურის ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ მეშვეობით არ გაძვირებულა და არც გაძვირდება პირველადი მოხმარების პური. ტენდერში მონაწილე კომპანიებს ვალდებულება აქვთ არ გაძვირდეს ფქვილი და მწარმოებლებს მიეწოდოთ 53 ლარად. თუ ამ პირობას დაარღვევენ, 50 000 ლარის ჯარიმა დაეკისრებათ. 53 ლარი მიწოდების ფასი არის გარანტირებული.
თუმცა, ვინაიდან ფქვილის საბაზრო ფასი გახლავთ 68 ლარი, ორი თვის შემდეგ სახელმწიფოს მოუწევს ფასი არა 10, არამედ 15 ლარით დაასუბსიდიროს. ჩვენ, როგორც ფქვილისა და პურის მწარმოებლებმა, სახელმწიფოს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება პურის ბაზარზე და ვუთხარით, რომ პირველი ეტაპის სუბსიდირება საკმარისი არ იქნება. დანარჩენი სახელმწიფოს გადასაწყვეტია." - განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ 15 თებერვლიდან შესაძლოა, პური გაძვირდეს. სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ოთხ თვეს მოიცავს, თუმცა ტენდერი მხოლოდ ორ თვეზეა გამოცხადებული. მომდევნო ორ თვეში სახელმწიფოს შეიძლება მოუწიოს სუბსიდირება არა 10 ლარის, არამედ 15 ლარის.
იხილეთ აგრეთვე:
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ როდის მოხდება იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვის ცენტრში გამართულ არასანქცირებულ აქციებში არცთუ ისე ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
ტრაილერის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას
პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ.
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადამიანების არასაკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ელის.
რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბავშვები ოჯახებს დაუბრუნეს. ინფორმაციას გამოცემა ria ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში, 23 იანვარს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.