მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ეკონომიკური ვარდნა 2021 წელსაც გაგრძელდება

კოროანაკრიზისი

ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ვარდნა მომავალ წელსაც გაგრძელდება. 2021 წლის პრგონოზირებისას ეს პირველი პესიმისტური შეფასებაა.

2020 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, კორონა-კრიზისის შემდეგ, ივნისში, ის 4%-იან ვარდნაზე გადაკორექტირდა. 5 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა პრგონოზი 5%-იან ვარდნამდე გააუარესა.

წლის პირველ ნახევარში ვარდნა 5.8% იყო, მეორე კვარტალში 12.6%, ივნისში კი 7.7%. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი გაუქმდა, პრაქტიკულად გაყინული რჩება ტურიზმი. აღდგა ფრენების ძალიან მცირე ნაწილი, რომლის ბილეთის ფასი 5000 ლარიდან იწყება, რაც ჩვეულებრიც სიტუაციაშიც კი მოთხოვნას მკვეთრად შეამცირებდა. ივნისში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 94.8%-ით შემცირდა. პროცენტული ვარდნა ივლის-აგვისტოში დიდად არ შეიცვლება, მაგრამ რაოდენობრივი ვარდნა უფრო თვალში საცემი გახდება, რადგან წინა წლებში ტურიზმის პიკი ივლის-აგვისტოში აღწვედა ხოლმე. 2019 წლის ივნისში ვიზიტორების რაოდენობა 727 ათასს შეადგენდა, აგვისტოში 359 ათასით მეტს - 1.086 მლნ-ს. ტურიზმის სექტორის გარეშეც შემცირებულია ზოგადი მოთხოვნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მსჯელობა, რომ აპრილში 16.6% იყო ვარდნა, ივნისში 7.7% და სექტემბერში 2%-ზე ჩამოვა, არალოგიკური გამოდის და ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული 5%-იანი ვარდნაც ოპტიმისტურად გამოიყურება.

რამდენი იქნება ეკონომიკური ვარდნა 2021 წელს, ჯერ ამის შესახებ ოფიციალური პროგნოზი არ გაკეთებულა. აქამდე განცხადებები 4-5 პროცენტიან ზრდაზე კეთდებოდა.

1989-1994 წლებში, საბჭოთა კავშირის დანგრევის, ეკონომიკური ფორმაციის ცვლილების, პუტჩისა და ომების ფონზე კატასტროფული რეცესიის შედეგად საქართველოს ეკონომიკა 85%-ით შემცირდა. 1995-2019 წლებში მშპ სხვადასხვა ტემპით ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი იყო 2009 წელი, როდესაც ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა.