მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განთავსდა თუ არა ჰაკერულ გვერდზე ქართველების პერსონალური ფინანსური ინფორმაცია

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

4.9 მლნ პირის პერსონალური მონაცემების ჰაკერულ ფორუმზე განთავსების შესახებ განცხადება ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა. სების განმარტებით მოპოვებული ინფორმაცია მოქალაქეების პირად ფინანსურ მონაცემებს არ შეიცავს.

„ინტერნეტში განთავსებული მონაცემები არ არის საკმარისი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. სხვა პერსონალური (მათ შორის პირადი ფინანსური) მონაცემების გარეშე და დანერგილი პრევენციული კონტროლის მექანიზმების საშულებით, თუ მომხმარებელი დაიცავს უსაფრთხოების მინიმალურ წესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემები ფინანსური თაღლითობის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. დამატებით, თაღლითობის პრევენციის მიზნით, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მუდმივმოქმედ რეჟიმში აკვირდებიან კლიენტების ფინანსურ ოპერაციებსა და მონაცემებს.“ აღნიშნულია ეროვნული ბანკი განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს ინტერნეტში განსახორციელებელი ოპერაციების დროს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე - 0322 406 406.