ეკონომიკა

კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს სახელმწიფო 2021 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს დაუსუბსიდირებს

ფულადი დახმარება
სოციალურად დაუცველი
ოჯახებისთვის
1610541046
დაკოპირებულია

გარკვეული კატეგორიების  კვების პროდუქტების მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის სახელმწიფო  2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

მათი თქმით, ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში.

უწყების ინფორმაციით, სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში:

მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.

ინფორმაციისთვის, მეწარმეებმა, რომლებიც ისარგებლებენ ნაწილობრივი სუბსიდირებით, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity

ცნობისთვის, მეწარმეებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე.

ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

1611240346

„გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული - ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს.

1611239979
კონფლიქტების ექსპერტი

პაატა ზაქარეიშვილი: სლუცკის განცხადება ფარისე...

„არ მგონია, რომ სლუცკის განცხადებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან რუსეთის პოზიცია განსხვავებულია. მე მგონია, რომ ფარისევლობას აქვს ადგილი ან კონტექსტი არ არის მთლად ზუსტი, რადგან სლუცკის განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომ მისთვის მიუღებელია ნატოს- გაფართოება სამხრეთ კავკასიის ნაწილში“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლარი გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ საპარლამენტო...

„ის პარტიები, რომლებიც დღეს გამოდიან ასპარეზზე და რადიკალური ოპოზიცია 52%-ის მფლობელები კი არ არიან, მათ ყველამ ერთად 46% მიიღეს, ანუ ერთი ერთში თუ შევადარებთ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ორი პროცენტით მეტი აქვს მიღებული, ვიდრე ყველა მათ ერთად ვინც დავუშვათ ეხლა ამ რადიკალური პოზიციებით გამოირჩევა” - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.