ეკონომიკა

გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის
განვითარების სააგენტოს
ხელმძღვანელს შეხვდა
1617708185
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, იან ჩერნიკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების, ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ, მომავალი წლიდან, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების ქართველი სტუდენტები განათლების მისაღებად ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან.

პირველ ეტაპზე, ახალციხის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით განათლებას ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ.

„ჩვენ უკვე წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან. მათი მხარდაჭერით, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, არაერთი პროექტი განხორციელდა.

განათლების მიმართულებით ახალი პროექტიც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობა აქტიურად ვითარდება და შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

1618405115

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

1618405105

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.

1618404785

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

1618404430
გორი-კასპის
მაჟორიტარობის კანდიდატი, 7
ივლისი 2020 წ.

გიორგი ხოჯევანიშვილი: მელიას დაკავების ფორმა...

„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

თუ მოწერელიას, კერესელიძეს, ხოჯევანიშვილ...

„დღეს სრულიად სამართლიანად ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასულ მაჟორიტარებს აქვთ „შანსი“ კიდევ ერთხელ მოუსმინონ ხალხს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მმართველი გუნდის იმ 6 დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს.

საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პრო...

საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

1618399375
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რ...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ.