გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პოტენციალსა და პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე.
აღინიშნა, რომ სახელმწიფო წელსაც განახორციელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართულობა.
„2020 წელი, იმერეთში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, აგრარულ სექტორში წარმოების თვალსაზრისით, წარმატებული იყო. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც ადგილობრივი აგროწარმოება, ისე ექსპორტის მაჩვენებლები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
პრესსამსახურის ცნობით, ზვიად შალამბერიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე ისაუბრა. სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ინფორმაციისთვის, შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა.
ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, იმერეთის რეგიონში, ფაროსანასთან ბრძოლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები დღეიდან, პირველი მარტიდან, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია.
ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს. კარვის გაშლისას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.