ეკონომიკა

გიორგი ხანიშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმდინარე პროექტების ანგარიშს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო

გიორგი ხანიშვილი გაეროს
სურსათისა და სოფლის
მეურნეობის ორგანიზაციის
(FAO) მიმდინარე პროექტების
ანგარიშს და სამომავლო
გეგმების შესახებ
ინფორმაციას გაეცნო
1617622615
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ონლაინ შეხვედრაზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმდინარე პროექტების ანგარიშს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ, მჭიდრო თანამშრომლობით, დარგისთვის არაერთი საინტერესო და აუცილებელი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, სამინისტრო, ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 10 წლიან გეგმაზე მუშაობს, სადაც მნიშვნელოვანი იქნება FAO -ს ექსპერტული მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„მოხარული ვარ სამინისტროს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობით. ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის კუთხით“,- აღნიშნა FAO -ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იყო სოფლის მეურნეობის სექტორში ENPARD III - ის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის, კერძოს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხები.

ონლაინ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

1618408446

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.

1618408149

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588
რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თამაში ტყუილ...

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

„ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა არ დაგ...

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.