მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა

სების გადაწყვეტილებაზე

„სტატისტიკაში ასახულ, მიმდინარე წლის სამი თვის შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, რაც 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა,“ - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ჰქონდა სწორი სტრატეგია.

„ფერმერები უკვე გადაეწყვნენ და დაიწყეს პირველი პროდუქციის მიღება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ჰქონდათ სწორი სტრატეგია, რომლის მიხედვით ფინანსდებოდა პროექტები და ბოლოს მივიღეთ შედეგი, როდესაც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების მიმართულებით დაიწყო პირველადი პროდუქციის გამოშვების ზრდა, რაც თანამდევია გადამუშავებული პროდუქციის ზრდასთან, მათ შორის ჩირი. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაშლის ექსპორტი, სადაც გვქონდა 1500%-იანი ზრდა, რაც იყო უპრეცედენტო. ნიშანდობლივია, რომ 2020 წელი, პანდემიის მიუხედავად, დავასრულეთ ძალიან მაღალი მაჩვენებლებით. რეალურად ეს არის მხოლოდ პროექტების შედეგების სასტარტო მონაცემები. თვალსაჩინოებისათვის, 2020 წელს მარტო ხილის ექსპორტმა მიაღწია 165 ათას ტონას ნაცვლად 2019 წლის 125 ათასი ტონისა და ღირებულებით გამოხატულებაში ეს არის 125 მლნ ნაცვლად 98 მლნ დოლარისა. ეს არის ის შემოსავალი, რომელიც ქართველი ფერმერების ოჯახში შედის“ - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.