ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: მისასალმებელია, რომ მთავრობამ უარი თქვა ახალ ლოკდაუნზე, მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა

ექსპერტი
საბანკო-საფინანსო
საკითხებში.
1619708641
დაკოპირებულია

„მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმითაც არის საინტერესო, რომ ეკონომიკის პირველი ლოქდაუნი, გასულ წელს სწორედ მარტში დაიწყო და ფაქტობრივად პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიან პერიოდს აფასებს. გარდა ამისა, პირველი ლოქდაუნი ყველაზე მკაცრი და ხანგრძლივიც იყო. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი მარტის ძირითადი ეკონომიკური მონაცემები როგორი იქნებოდა და ზრდის ტრენდი გავიდოდა თუ არა ვარდნიდან დადებით ტენდენციაზე, რაც ეკონომიკური აქტივობის თავისებური ინდიკატორიც არის,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელმაც თავის გვერდზე სოციალურ ქსელ ფეისბუკში 2021 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი შეაფასა.

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის დადებით მაჩვენებელზე გასვლა იმ კუთხითაც არის ნიშანდობლივი, რომ რეალური ზრდა დაფიქსირდა სექტორების უმეტესობაში, როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, ისე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, თუ დამმუშავებელი მრეწველობაში და სოფლის მეურნეობის, ტრადიციულად ყველაზე მაღალი დასაქმების სექტორებში.

„აღსანიშნავია, რომ მარტში ზრდა ასევე დაფიქსირდა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებში, როგორიცაა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რაც ტურისტული ინდუსტრიის აღდგენის კარგ წინაპირობებს ქმნის. ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, მარტში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისი თქმით, 2021 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ექსპორტი სარეკორდო 30.6 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 325.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც მთავარია, მარტში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით გაიზარდა და 237.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რაც ექსპორტჩანაცვლების სტრატეგიის თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, ეკონომიკის ზრდის ტენდენციებთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს პანდემიური პერიოდის განმავლობაში მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტურ ხასიათზე. როგორც პირველი, ისე მეორე ლოკდაუნისას, ეკონომიკის სტიმულირების სწორ მაკროეკონომიკურ გათვლებზე, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული ეკონომიკის მხარდამჭერი და სოციალური პროგრამების მიზნობრივ ხასიათზე, რასაც ცალკეული ექსპერტები და განსაკუთრებით ნაცოპოზიცია ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

„ეკონომიკის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, შეანელა უმუშევრობის ზრდის მაჩვენებელი, რაც კრიზისებისას ისედაც წამყვანი ფაქტორი ხდება. მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობის თუ ინდუსტრიულ მიმართულებებთან ერთობლიობაში, ცალსახად პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. მხოლოდ მისასალმებელია, რომ მთავრობამ ექსპერტული აზრი გაითვალისწინა და უარი თქვა ახალ ლოკდაუნზე, მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მეორე კვარტალში პირველთან შედარებით, ტრადიციულად ისედაც უფრო მაღალ აქტივობას, აპრილი - მაისში ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება, რაც სავალუტო კურსზეც დადებითად აისახება და ასევე გააუმჯობესებს და დადებით მაჩვენებელში გადაიყვანს წლიური ზრდის კუმულატიურ ეფექტსაც,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

1623701841

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენთან პირველი პირისპირ საუბარი ოპტიმისტურად შეაფასა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.

1623701123
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

1623696536
ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდ...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ.

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.