მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის, ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა.

საერთაშორისო გამოცემამ გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის ციფრული შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები და ამ ინიციატივების შედეგად მიღებული ხელშესახები ბენეფიტები მომხმარებლისთვის.

უპასუხო მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ფეხი აუწყო გამოწვევებს, ნიშნავს იყო თანამედროვე და მუდმივი განვითარების პროცესში. ამისათვის უნდა უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშაო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის ციფრული ბანკინგი კი სწორედ თანამედროვე ტრენდებისა და მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით არის შექმნილი“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ბობოხიძემ.