მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოდერძის ალპურ-ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასოა

ალპური ბაღი გაიხსნა

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის სტუმრებს წელს, უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ალპინარიუმი 4000 მ 2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. უწყების ცნობით, ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონები მოეწყო.

ცნობილია, რომ გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის ზონები, წყაროსა და საპიკნიკე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტული მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის. მიმდინარე წელს ალპურ ბაღში განხორციელებულ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა - დამთვალიერებლისთვის შესვლა უფასოა.

როგორც აჭარის მტავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვემი ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს კი იქაურობა თოვლითაა დაფარული.