მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვენეტაძე: ინფლაციის 3%-ზე შენარჩუნება ეკონომიკის სტიმულირებას შეუძლებელს გახდიდა

კობა გვენეტაძე

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა საშუალოვადიან პერიოდშია ოპტიმლაური. განცხადება ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

გვენეტაძის თქმით, თუ მიზანი იქნება ინფლაციის განაკვეთის მუდმივად სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება, მაშინ სხვადასხვა შოკების დროს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრება გახდება საჭირო, რაც ეკონომიკას დააზიანებს.

სების პრეზიდენტის განცხადებით დღეს ინფლაციის 3%-ზე შენარჩუნება ეკონომიკის სტიმულირებას შეუძლებელს გახდიდა, რაც მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპსა და იმავე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე შენარჩუნების მცდელობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.