მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იანვარ-ივნისში გასულ წელთან შედარებით 16,5%-ით ნაკლები სამშენებლო ნებართვა გაიცა

ახალი კორპუსების მშენებლობა

საქასტატის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში 4 169 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5%-ით ნაკლები) სამშენებლო ნებართვა გაიცა.

ამავე ცნობით, სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული ობიექტების ფართმა 2576,8 ათასი კვ.მ შეადგინა.

ნებართვების 78,3% ქვეყნის 4 რეგიონზე, ხოლო ჩასატარებელი სამუშაოების 56% თბილისზე, 9,6% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 % - იმერეთზე და 6,3% აჭარის რეგიონზე მოდის.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის ასევე 4 რეგიონზე, კერძოდ, 29,3% თბილისზე, 14,4% - კახეთზე, 12,1%- იმერეთზე, ხოლო 9,4% - ქვემო ქართლზე მოდის.

სულ, 2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 758,8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 44,6%-ით ნაკლები) 810 ობიექტი იქნა მიღებული.