ეკონომიკა

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა

საქართბელოს ეროვნული
ბანკის შესასვლელი
1614344622
დაკოპირებულია

იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.3074, ხოლო მინიმალურმა 3.2766 შეადგინა.

შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.3 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.6 პროცენტი დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 0.2 პროცენტით და თურქული ლირის მიმართ 4.4 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო რუსული რუბლისა და სომხური დრამის მიმართ 0.5 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ დოლარი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

როგორც ბანკში განმარტავენ, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2021 წლის იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 0.9 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.1 პროცენტით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 9.1 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.4 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან იანვარში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 2.8 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში – 15.0 პროცენტი, ბელორუსში – 7.7 პროცენტი, უკრაინაში – 6.1 პროცენტი, რუსეთში – 5.2 პროცენტი, სომხეთში – 4.7 პროცენტი, აზერბაიჯანში – 3.3 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აშშ-ში – 1.4 პროცენტი და ევროზონაში – 0.9 პროცენტი.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.