მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინტერნეტშესყიდვები საქართველოში ბოლო 10 წელიწადში 7000%-ით გაიზარდა

ინტერნეტშესყიდვები

საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან ერთად მთავრობამ 31 მარტს ონლაინ ვაჭრობაც აკრძალა, თუმცა 2 აპრილს გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით ისევ დაუშვა.

საქართელოში ინტერნეტშესყიდვები, როგორც ქართული, ასევე უცხორი კომპანიებიდან მზარდი ტრენდით ხასიათდებოდა. საბანკო ანგარიშით გადახდები ბოლო პერიოდში საკურიერო კომპანიების დახმარებით, რომლებიც ძირითადად საკვების მიტანაზე იყვნენ ორიენტირებულნი, კიდევ უფრო გაიზარდა.

2009 წელს ინტერნეტით განხორციელებული შესყიდვების მოცულობამ 50 მლნ ლარი შეადგინა, 5 წელიწადში ეს თანხა 9.76-ჯერ 488 მლნ ლარამდე გაიზარდა, კიდევ 5 წელიწადში დამატებით 7.18-ჯერ 3.504 მლრდ ლარამდე, რაც თავის მხრივ 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს 70-ჯერ აღემატება.

ტენდენცია მზარდი იყო 2020 წელსაც. თუ 2019 წლის იანვარ-თებერვალში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 531 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წლის იმავე პერიოდში ეს თანხა 553 მლნ ლარამდე გაიზარდა.