მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი: ყველა საწარმო, რომელსაც მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა, მკაცრად გაკონტროლდება

ჩიქოვანი საქალაქო სასამართლოში

პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა და პრესსპიკერ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა ის საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ფუნქციონირების უფლება მიეცა, რეკომენდაციების შესრულების კუთხით მკაცრად გაკონტროლდება.

მისივე თქმით, რამდენიმე ათეული საწარმო ერთობლივად რამდენიმე უწყებამ შეამოწმა.

„ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. შემოწმდა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა, ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. გვქონდა შემთხვევები, როცა სრულად იყო დაცული რეგულაციები, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მიღებულია აღნიშნული მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება, ვიდრე ისინი სრულად არ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.