მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ხახუბია: ფოთის პორტის გაფართოება ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელს არ შეუშლის

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარს, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხავს

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია სოციალური ქსელის მეშვეობით ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეას არ ეწინააღმდეგება

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სატრანსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება. მიმაჩნია, რომ პორტის გაფართოება უდიდეს ეკონომიკურ ეფექტს მოახდენს არა მარტო ჩვენს ქალაქზე, არამედ მთლიანად სახელმწიფოზე. 300 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიშნავს ასობით ახალ სამუშაო ადგილს და გაუმჯობესებულ მომსახურებას. ფოთის პორტის გაფართოება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლას. ანაკლია რჩება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტად. პირიქით, თავისუფალი საბაზრო ეკონიმიკის მთავარი პრინციპი კონკურენცია და კონკურენტული გარემოს შექმნაა. მხოლოდ კონკურენტულ გარემოშია შესაძლებელი განვითარება და სახელმწიფოსთვის მაქსიმალური სარგებლის მიღება. ერთი მხრივ, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორე მხრივ, ფოთის პორტის გაფართოება, ჩვენი ეკონომიკის განვითარების მყარ გარანტიებს შექმნის“ - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

დეპუტატის თქმით, სულ ახლახან, ფოთის ,,პეის ჯორჯიას“ ტერმინალის გაფართოებაში 50 მილიონი აშშ დოლარის ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა, რასაც ,,პეის ჯორჯიას“ წილობრივი მონაწილეობის სახით 70 მილიონი აშშ დოლარი დაემატა.

„ახლაც, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უცხოელი ინვესტორი აგრძელებს მუშაობას ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადების მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია. ინვესტორი დარწმუნებულია ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებში, რომ საქართველო მალე დაძლევს ამ გამოწვევას და დაუბრუნდება შენებას .ისევე როგორც საწყის ეტაპზე, ახლაც მხარს ვუჭერ ფოთის პორტის განვითარების პროექტს და ბოლომდე ვიქნები ჩართული პროცესის წარმატებით დასასრულებლად. ძალისხმევას არ მოვაკლებ, რომ საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა პრაქტიკულად განხორციელდეს“, - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.