ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: 2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებული იქნება

2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული
15:15 16.10
დაკოპირებულია

„2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნება შენარჩუნებული, სხვა ყველა მაჩვენებელი კი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე, მშპ ნომინალურ გამოხატულებაში 54 მილიარდ 525 მლნ ლარია, ინფლაცია 3 %ია,

„ბიუჯეტის დეფიციტი 5.2 %-ია, რაც არ უნდა გაიზარდოს და ვიფიქროთ მის შემცირებაზე“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არსებული კოვიდ პანდემიის პირობებში, ეს ციფრი როგორც სხვა დანარჩენი დიდი ალბათობით შეიცვლება, მომავალ წელს 17.07 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 2021 წლისთვის საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი. ანუ წლევანდელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტი“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის კომენტარებით და შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია კანონით, პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.​

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
22:16 20.10
გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძე: ტესტირებისთვის კარვების დადგმის...
„კარვების დადგმის გადაწყვეტილება ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი მხრიდან. ბათუმში 5 კარავი იყო გაშლილი. ა...
21:49 20.10
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...
საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწვ...
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრ...