მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში

საფინანსო კომიტეტი

პარლამენტის საფიანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, მაღალი ინფლაცია და ზედმეტად გაუფასურებული ლარი არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. რის გამოც ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კურსის ცვალებადობა, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს გარე შოკების შთანთქმისათვის, ყოველთვის ვერ აღწევდა სასურველ მიზანს.

„შედეგად გვაქვს ის, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული (არამარტო 2019 წელს არის ეს სურათი), ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა ამას განაპირობებს და ეს გაუფასურება გადაეცემა ფასების ზრდას, თუმცა ამ საკითხზე ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ახსნები, სხვადასხვა ტიპის შოკები, მათ შორის ტურისტული და სხვა“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობაა. მისი თქმით, ამ პასუხისმგებლობის ფონზე კი ინფლაციასთან ბრძოლა 2019 წელს პრობლემატური იყო.​