მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს: ინვესტირებასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან უფრო გახსნილები უნდა იყოთ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2020

„საპენსიო თანხების ინვესტირებაზე საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება, როგორც საინვესტიციო საბჭოს, ასევე  სააგენტოს მხრიდან, მოგიწოდებთ იყავით უფრო გახსნილები“,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე საპენსიო თანხების ტრანზაქციების კანონიერებასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, დაგროვებითი პენსია ქვეყანაში სიახლეა, ამიტომ თემა ჯერ კიდევ სენსიტიურია.

„მე კარგად მახსოვს ცხარე დებატები პარლამენტში დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული. მიმაჩნია, რომ ეს ფუნდამენტური საფინანსო  რეფორმაა და აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის. საპენსიო სააგენტოს კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ ტრანზაქციაზე საზოგადოებას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, როგორც საინვესტიციო საბჭოსგან ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან.  მე არ მიმაჩნია საჭიროდ ყველა ტრანზაქციაზე საჯარო განცხადებების კეთება, მაგრამ ეს არის საქართველოს მოქალაქეების, თითეული ჩვენთაგანის შენატანი, მითუმეტეს პირველად იყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია. აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო საზოგადოების დროული ინფორმირება",-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.