მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კოვზანაძე: წელს ეკონომიკური ზრდა არ გვექნება

საფინანსო კომიტეტი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ იქნება.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების მიხედვით, ხარჯვითი ნაწილი მიაღწევს 16 მილიარდ ლარს.

"2020 წელს ვგეგმავდით, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდებოდა 4.5 %-ით, მაგრამ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე 2020 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, ქვეყანა იქნება რეცესიაში და იქნება მინუს 4 %, ანუ მშპ-ს ზრდა იქნება მინუს 4%.

გარდა ამისა, შემოსავლების ნაწილში დაგვაკლდება 1 მილიარდ 800 მილიონი ლარი.

2020 წლის ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი, ვგულისხმობ ასიგნებებს გათვლილი იყო 14 მილიარდ 430 მილიონ ლარზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად , მათ შორის ეს არის ვირუსთან დაკავშირებული პროექტები, გვჭირდება 3.4 მილიარდი ლარი, ხდება ბიუჯეტის ყველა სხვადასხვა მუხლის კორექტირება. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მიაღწევს თითქმის 16 მილიარდ ლარს", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს შევა.