მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი: კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა

ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხდა

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი თანხები ბიუჯეტში უკვე ასახულია.

„მთავრობა მზადაა დაასუბსიდიროს დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. ეს, პრაქტიკლულად, მოიცავს ოჯახების 90-95 პროცენტს.

გარდა ამისა, ბიზნესის სექტორში ჩვენ გამოვყავით კვების მრეწველობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი და ვაპირებთ დავასუბსიდიროთ 50% მთელი წლის განმავლობაში.

პანდემიის კონტექსტში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ პაკეტის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2020 წლის გაზაფხულზე შევიმუშავეთ და ასევე, ავამოქმედეთ მეორე ტალღის დროს 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან.

ასევე, მნიშვნელოვანია წყლის ტარიფი, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში მცირედით იზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებიც არიან 70 ათას სარეიტინგო ქულამდე, მათთვის ეს მაინც მტკივნეულია, ამიტომ ვაპირებთ მათაც შევეხიდოთ (ეს ეხება თბილისს, რუსთავსა და მცხეთას). ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტს შეუძლია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 800,0 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება

👉 ეკონომიკური ვარდნის შედეგად, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა