მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი: მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან

ფინანსთა მინისტრი

„მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კომენტირებისას. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

„მაკროფინანსური ინსტრუმენტი ითვალისწინებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მოიცავს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. უკვე განხორციელებულ რეფორმებს შორისაა, პენსიების ინდექსაცია, ენერგოეფექტურობა, რომლის კანონმდებლობაც ასევე მიღებულია“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების დიდ ნაწილზე ხელი უკვე მოწერილია.

„ამ მომენტისთვის, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან უკვე 1,2 მილიარდ დოლარზე მეტ თანხაზეა მიღწეული შეთანხმება, ხელი მოეწერა თითქმის ყველა ხელშეკრულებას. დარჩა რამდენიმე ტექნიკური და პროცედურული საკითხი და როგორც ვთქვით, წლის ბოლომდე, მინიმუმ, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა იქნება მოზიდული, რომელიც მიიმართება საქართველოს ბიუჯეტში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.