ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ვიდეოკონფერენციას დაესწრო

შეხვედრა მსოფლიო ბანკთან
16:45 15.09
დაკოპირებულია

ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ ვიდეოკონფერენციას დაესწრო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახუირს წარმომადგენელი ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შემავალი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯინა ბეიქერმა, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კოენ დევიდსმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ვიდოკონფერენციის ფორმატში შედგა და მას აღნიშნულ რეგიონში შემავალი 13 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და მსოფლიო ბანკის მმართველი დაესწრო.

მონაწილეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გამოწვევები, ასევე როგორი შეიძლება იყოს საერთაშირისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის როლი, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ისე ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესში.

„საქართველოზე საუბრისას, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“,- აღნიშნულია გავრცელებულო ინფორმაციაში.

სიტყვით გამოსვლისას, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ეფექტურ ღონისძიებებზე, ხაზი გაუსვა რა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად, 5 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა, თუმცა მას შემდეგ მოჰყვა 2020 წელი - პანდემიის წელი. Covid-19-მა სტრესის ქვეშ დააყენა როგორც გლობალური ჯანდაცვა, ისე სოციალური და ეკონომიკური სისტემები. შოკის სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ მტკიცე საგარეო ჩართულობის გარეშე, მისი დაძლევა შეუძლებელია, განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა იყო ძალიან დროული და არსებითი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკმა საქართველოში 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის ინიცირება მოახდინა.

„ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციალური მხარდაჭერის სრულყოფაში. ასევე, ხაზგასასმელია ბანკის დახმარება ჯანდაცვას სფეროში, რამაც საშუალება მოგვცა, დროულად გვქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელ ერთობლივ ძალისხმევას.

„ის შედეგები, რომელიც აისახა ეკონომიკაზე, იქნება გრძელვადიანი. Covid-ის შემდგომი ეკონომიკები არ იქნება ისეთივე, როგორიც იყო Covid-ის წინა პერიოდში, რაც მოითხოვს შესაბამისი ქმედებების განხორციელებას ეკონომიკის აღსადგენად. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვესაჭიროება განუწყვეტელი მუშაობა იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მარტყოფში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა თანა...
23:35 22.10
ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,...
22:53 22.10
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
22:50 22.10
„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრ...
22:29 22.10
ბორკოლების დადება პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირ...
ქარელში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმ...
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვ...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ...
2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პ...
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200...