მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო ფინანსური დახმარება საქართველოს COVID 19-ის წინააღმდეგ გამკლავების საშუალებას მისცემს

ფინანსთა მინისტრი, 2020

დიპლომატებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგნელების ერთობლივ წერილს რომელშიც საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და მოსალოდნელ ეკონომიკურ დახმარებაზეა საუბარი სოციალური ქსელის მეშვეობით ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აფასებს.

მაჭავარიანის თქმით საქართველოს პარტნიორები სწრაფი ფინანსური მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამენ რაც ქვეყანას კორონავირუსის გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ გამკლავების საშუალებას მისცემს.

„ძალა ერთობაშია - ამ სულისკვეთებითა და ერთსულოვნებით სავსე მხარდაჭერის წერილი მიიღო დღეს საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა მოსახლეობამ პარტნიორი დონორი ორგანიზაციებისგან. აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკვავდეთ COVID-19-ის გლობალურ გამოწვევას და მის შედეგებს. ამ დღეების განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ აქტიურად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით ჩვენს დონორებთან ერთად იმ შესაძლო ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც გამოყოფენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთვის და რომელიც დაგვეხმარება გავაგრძელოთ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამ თანადგომისა და იმ ნაბიჯების პოზიტიურად შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე დღეებიდან გადადგა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“ - აღნიშნულია ფინანსთა მინისტრის განცხადებაში.