მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტად კარტოფილი გაიაფდა

კარტოფილი ტომრით

ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის თანახმად, 2020 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 6.1% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები 1.4%-ით შემცირდა.

ამავე ცნობით, ივნისში წინა თვესთან შედარებით, ფასების შემცირება სეზონური ფაქტორების გამო ზოგიერთი საკვების გაიაფებას უკავშირდება. ყველაზე თვალშისაცემი კარტოფილის 42.2%-ით გაიაფებაა, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

ამის გარდა, მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად 8.8%-ით გაიაფდა ბენზინი.

წინა თვეებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალია სურსათის ინფლაცია. ივნისში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა. ივნისის 6.1%-იანი ინფლაციიდან სურსათზე 4% მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, ვაშლსა და ხორცზე - 1.4% მოდის.

ივნისში სიგარეტი 12.9%-ით იყო გაძვირებული.

საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.2%-მდე მოიმატა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთლიან ინფლაციას პირველად გადააჭარბა.