მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივნისში სურსათი 13.6%-ით გაძვირდა

სასურსათო მარაგი

ივნისში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს 2-ჯერ გადააჭარბა და 6.1%-ს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით კი სამოხმარებლო ფასები 1.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მეტად 13.6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელი გაძვირდა, რამაც ჯამურ ინფლაციაზე 4.15%-იანი ასახვა ჰპოვა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (46.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტი).

იმავე პერიოდში 7.5%-ით გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები, ტრანსპორტი კი 8.6%-ით გაიაფდა.