მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი: ჩვენ ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას

აშშ-ის ელჩი საქართველოში2020

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკის მინისტრ ნატია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად,“ - აღნიშნა კელი დეგნანმა.