ეკონომიკა

კი თუ არა ონის კასკადის მშენებლობას?

ონის კასკადის მშენებლობა
11:40 23.05
დაკოპირებულია

უნდა აშენდეს თუ არა ონის კასკადი – სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა, მეორე მხარეს "ამქვეყნიური სამოთხის" – რაჭის ბუნება.

სეისმურად აქტიურ ზონაში, რაჭაში, ერთი ჰესია – შაორი და უახლოეს მომავალში კომპანია "ფერი" გეგმავს ონის კასკადის მშენებლობას.

აღნიშნული კომპანია დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ადჟგილობრივი მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი. რაჭველების ერთ ნაწილს სურს ჰესის მშენებლობა, მეორე ნაწილს - არა.

PIA.GE დაუკავშირდა ონის კასკადის მშენებლობის პროექტის მენეჯერს ზაზა ბაკურაძეს, რათა გაერკვია რა ტიპის სამუშაოები იგეგმება ჰესის მშენებლობისთვის და როგორი იქნება მისი გავლენა გარემოზე.

პროექტის მენეჯერი PIA.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არ იგეგმება არც მთის ფერდობის აფეთქება და არც 25 ჰექტარი ტყის მასივის განადგურება.

"არც ტყის მასივი განადგურდება და არც ფერდობის აფეთქება იგეგმება. გვირაბი გავა გვირაბგამყვანი მანქანით, რომელიც აპრობირებული ტექნოლოგიაა. რაც შეეხება ტყის გაჩეხვას, არანაირი მსგავსი ქმედება არ იგეგმება. ვაპირებთ 2-ჯერ მეტი ხის დანერგვას იმ ადგილას სადაც რეალურად გაიხარებს და პოზიტიური რეაგირება ექნება გარემოზე. ამას გარდა ონის რაიონში 5000 კუბური მეტრი ხე-ტყე იჩეხება გასათბობად. ჩვენ მთელი პროექტის განმავლობაში ვაპირებთ 1000 კუბური მეტრი რიონის ჭალებში არსებული მცენარეების მოჭრას როგორიცაა რთხემლა", - განაცხადა ონის კასკადის პროექტის მენეჯერმა ზაზა ბაკურაძემ.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია რომ გვირაბი სოფლის თავზე გაივლის არასწორია. პროქეტში გაწერილია, რომ გვირაბი გავა სოფლებიდან მინიმუმ 2 კმ-ის მოშორებით. ასევე გვირაბი გავა ქვედა მხარეს. მაგ: სოფელი უწერიდან 2,4 კმ-ის მოშორებით, რომელიც იქნება მსოფლიოში ყველაზე მტკიცე რკინაბეტონით აგებული. ჰვირაბის გაყვანა ასეთი მძლავრი ტექნოლოგიით გამორიცხავს წლის გაჟონვასა და დაზაიანებას.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ჰესის მშენებლობა არ უნდა, რადგან რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა და სამომავლოდ დიდ საშიშროებას ხედავენ.

ამის საპასუხოდ პროექტის მენეჯერი PIA.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რაჭაში, საპროექტო ზონაში, ქანების დეტალური კვლევა ჩატარდა.

მისივე თქმით, რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მდინარე რიონი დაშრება და "ამქვეყნიური სამოთხე" რაჭა უდაბნოდ გადაიქცევა – აბსურდია.

„მდინარე რიონი არ დაშრება. 30%-ია საჭიროა იმისთვის, რომ ჰესმა იმუშაოს. მდინარის წყალუხვ პერიოდში ჩვენს მიერ აღებული წყალი იმდენად ცოტა იქნება, რომ თვალით შეიძლება ვერ მიხვდე. ასე რომ რიონის დაშრობა და რაჭის უდაბნოდ გადაქცევა არის ტყუილი“, - განაცხადა ზაზა ბაკურაძემ.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ჰესის აშენებით წყალმოვარდნების პრევენციაც მოხდება და ნიაღვარი აღარ ჩარეცხავს გზებს და არ წაიღებს ხიდებს, რაც აქამდე ხშირად ხდებოდა ამ რეგიონში. კომპანია ონში ჯებირების მშენებლობას გეგმავს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჰესი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში.

„ფინანსურად რომ შევხდეოთ, $330 მლნ ძალიან დიდი უცხოური ინვესტიციააა. რაც შეეხება ენერგეტიკას – 780 მლნ კვტ/სთ გამომუშავდება, რაც ჩვენი ქვეყნის მოხმარების 6%-ია. ეს დაზოგავს 100 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტს, რომელიც გვაქვს რუსეთიდან. ჩვენ დღეს დამოკიდებულები ვართ რუსეთსა და აზერბაიჯანის ელექტროენერგიაზე. ასეთი ჰესი კი შეამცირებს ამ დამოკიდებულებას", - განაცხადა პროექტის მენეჯერმა.

მისივე ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და მშენებლობისას სრულად აითვისებენ არსებულ შესაძლებლობებს.

"5 წლის განმავლობაში 400 ადამიანი დასაქმდება. ხელს შევუწყობთ ონში ახალგაზრდების დააბრუნებას. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმდება 150 ადამიანი. ჩვენ მათ დავატრენინგებთ, რადგან ჰესის მშენებლობა სპეციფიურ სამუშაოს მოითხოვს", - განაცხადა ბაკურაძემ.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში როგორც კომპანია იუწყება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზრდება.

„დასამქების გარდა ონის ბიუჯეტში ყოველწლიურად გადავრიცხავთ გადასახადის სახით  8 მილიონ ლარს, რომელიც ორჯერ მეტია ვიდრე დღეს არსებული ბიუჯტი", - განაცხადა პროექტის მენეჯერმა PIA.GE-სთან საუბრისას.

ჰესი ექსპლუატაციაში მშენებლობის დაწყებიდან 4-5 წელიწადში შევა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით თუ რა სარგებელი ან ზიანი შეიძლება მიადგეს რაჭას ჰესის აშენების შემთხვევაში, ვესაუბრეთ „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს.

მისი თქმით, ვიდრე ჰესი აშენდება, მნიშვნელოცვანია სახელმწიფომ განსაზღვროს, უღირს თუ არა მისი მშენებლობა.

„სახელმწიფო წყვეტს, რატომ უნდა აშენდეს ჰიდროელექტროსადგური. ოღონდ ეს ზეპირსიტყვიერი შეფასება არ უნდა იყოს, რომ შემოვა ინვესტიციები. ეს უნდა ეყრდნობოდეს კონტრეტულ დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზს, სადაც იქნება შეფასებიული, რა სარგებელი და ზიანი მოაქვს ჰესს", - განაცხადა ჭიპაშვილმა PIA.GE-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ონის ჰესი ჭარბი რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს იმ პერიოდში, როდესაც ისედაც აქვს რეგიონს ჭარბი ელექტროენერგია.

„ონის ჰესები ენერგეტიკულად ესაა ჰესი, რომელიც იმუშავებს და მისი გამომუშავებული ენერგიის უმეტესი ნაწილი მოვა იმ პერიოდზე, როდესაც არის მდინარეში ჭარბი წყალი, ანუ გაზაფხულუ-ზაფხულის პერიოდში. ესაა ის პერიოდი, როცა საქართველოს ელექტროენერგია ისედაც ჭარბად აქვს, რადგან ქვეყნის ელექტრო ენერგეტიკის 80% მოდის ჰიდროგენერაციაზე. ხოლო დეფიციტი არის ზამთრის პერიოდზე, შესაბამისად, ონის ჰესი ვერც დეფიციტს შეავსებს და ვერც იმპორტს შეამცირებს", - განაცხადა ჭიპაშვილმა.

მისი თქმით, ჰესების შენება შეაჩერებს ტურისტულ ნაკადს და ნეგატიურად იმოქმედებს ამ სფეროზე.

„რაც შეეხება ტურისტულ პოტენციალს, ტურისტი ჰესის სანახავად არც რაჭაში და არც არსად არ ჩავა. მას ჯომარდომა უნდა და როგორ უნდა იჯომარდოს დამშრალ მდინარეში? ამ რეგიონს აქვს ეკოტურიზმისა და სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალი", - განაცხადა "მწვანე ალტერნატივის" წრმომადგენელმა.

ჭიპაშვილის აზრით, ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა დასაქმდება ჰესის მშენებლობაზე, განსაზღვრული არაა.

"დავასაქმებ 400 ადამიანს – ეს არაა მიზანშეწონილი განცხადება. რა პოზიციაზე დასაქმდება, ხელფასი რამდენი იქნება, რამდენი უცხოელი მუშახელი იქნება, ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი," - განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოსახლეობა დაბნეულია, არ აქვს წვდომა სრულ ინფორმაციაზე და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას – არა თუ კი ონის კასკადს.

ჰესების აშენების საწინააღმდეგოდ შექმნილია მოძრაობა "არა ონის კასკადს". 4 ივლისს 16:00 საათზე ქალაქ ონში დაგეგმილია აქცია ონის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ.

PIA.GE გაესაუბრა ამ მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს თათა მეტრეველს. მისი თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშში ჩაწერილი ინფორმაცია არაა საიმედო.

„ჩვენ ვაპირებთ აქციის მოწყობას და სარჩელის შეტანას სასამართლოში. ვეწინააღმდეგები ონის კასკადის მშენებლობას, რადგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში რაც იყო გაწერილი, რომელიც დილეტანტმა შეიძლება წაიკითხოს და გაიგოს, გამიჩინა ბევრი კითხვა, რაზეც პასუხი ვერ მივიღე. ესაა გვირაბი, რომლემაც უნდა გაიაროს ჩემს სოფელთან. მე მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩემს სოფელში კილომეტრსა და 300 მეტრში გავა გვირაბი. ასევე გზშ–ში რაც წერია აფეთქებითი სამუშაოები, მშენებელი კომპანია ამბობს რომ იქ როგოერც წერია ისე კი არა, როგორც მოსახლეობას უნდა ისე ავაშენებთო, მაშინ გეკითხებით, ვის ვენდო? რომელ ინფორმაციას დავუჯერო?", - განაცხადა თათა მეტრეველმა.

ცნობისთვის ონის კასკადის მშენებლობის შესახებ საჯარო განხილვა ორი წლის წინ დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დიდი უთანხმოება მოჰყვა.

ავტორი: ხატია გლოველი

ამერიკელი ბიზნესმენი

ბილ გეიტსი ჩიპიზაციაზე ბრალდებებს პასუხო...

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მის მიერ, კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით,...
სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებ...
25 წუთის წინ
European Best Destinations-ის მიერ ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულებად დასახელების პარალ...
15:18
შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა...
14:57
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“  გამოცხადდა. კონკურსი საქართველო...
14:49
საკადრო ცვლილებები პროკურატურაში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვი...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამ...
აფეთქებების სერია საცხოვრებელ კორპუსში –...
მოსკოვში, დოროჟნაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება...
უმისამართო სროლა ვარკეთილში
ვარკეთილში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმეჯ...
ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძეს დაბადები...
„ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკგვერზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული...