მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობა გვენეტაძე: საჭიროა გაცვლითი კურსის მოქნილი პოლიტიკის გაგრძელება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყველა მიმართულებით დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისიასთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი, დროებითი ზედამხედველობის ჩარჩო, საერთაშორისო რეზერვები და მათი გამოყენება და სხვა.

„სსფ-ს მისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მიერ პანდემიურ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები და ასევე აღნიშნა, რომ სწორედ პანდემიამდე გატარებულმა გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც მოიცავს საერთაშორისო რეზერვების და ფისკალური ბუფერების დაგროვებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

ინფორმაციისთვის, 8-14 სექტემბერს სსფ-მა, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის ვითარების მიმოხილვისა და სტრუქტურულ რეფორმებში მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა.