მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობა გვენეტაძე: საუკუნის შოკია, ჩემს სიტუაციაში ყოფნას არავის ვუსურვებ 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2020

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიამ ეკონომიკას „უპრეცედენტო შოკი“ მიაყენა. 

„ეს არის ალბათ საუკუნის შოკი, არ ვუსურვებდი არავის ჩემს სიტუაციაში ყოფნას. მე უნდა შევძლო, რომ ფინანსური სისტემა გვირაბის ბოლოს გავიყვანო, რადგან მან ამ სიტუაციას გაუძლოს, ამავე დროს მოსახლეობამ უნდა შეძლოს ამ სიტუაციის გადატანა, რადგან ისინი კავშირში არიან ფინანსურ ორგანიზაციებთან.

ვფიქრობ იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ვახორციელებდით ბოლო 4 წლის განმავლობაში, ბევრ არაპოპულარულ ნაბიჯთან ერთად, რის გამოც საკმაოდ ბევრი კრიტიკაც დავიმსახურე, ამან მოგვცა საშუალება, რომ ეს შოკი გადავიტანოთ. ვფიქრობ, სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სისწორე ადასტურებს იმას, რომ ძალიან მალე მივიღეთ სახსრები. იმ არასასურველ შემთხვევაში, თუ პანდემიის გამო სიტუაცია ცუდად წავა, შეგვიძლია სწორი პოლიტიკის შედეგად სახსრები მივიღოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება, სიტუაცია უფრო კარგი სცენარით განვითარდება და ნამდვილად შევძლებთ ამ კრიზისის ნაკლები დანახარჯებით გადალახვას.“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რა ბედი ელის ლარს? - კობა გვენეტაძის განმარტება

ლარის ახალი კურსი