ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
18:32 ხუთ. 19 ნოემბერი
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების განვითარების დეპარტამენტის, (MCM) ცენტრალურ აზიისა და მონღოლეთის პროფესიული განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის მთავარი თემა განვითარებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში COVID-19-ის საპასუხო მონეტარული და საფინანსო პოლიტიკა იყო და დისკუსიის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე იმსჯელეს.

საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ცენტრალური ბანკის საპასუხო ღონისძიებების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა.

კობა გვენეტაძემ მონაწილეებს ის კონკრეტული ნაბიჯები გააცნო, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგა.

კერძოდ: ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება.

„პრეზიდენტმა ასევე ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ სვოპ ოპერაციების შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანია საბანკო სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფა და სისტემაში ლიკვიდობის რისკის შემცირება, რათა ლიკვიდობის რისკი ეკონომიკის დაკრედიტების შემაფერხებელი ფაქტორი არ გახდეს. საუბარი შეეხო 2020 წლის ივნისიდან ეროვნული ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტის ამოქმედებასაც, რომელიც როგორც კომერციული ბანკებისთვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი.

ვიდეოკონფერენციის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ საზედამხედველო ღონისძიებებსაც, რომელიც კომერციული ბანკების მიმართ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქებას გულისხმობს. ეს საბანკო სექტორს მნიშვნელოვანი მოცულობის კაპიტალს უთავისუფლებს და რესურსების პოტენციური ზარალების განეიტრალების ან ეკონომიკის დაკრედიტების შესაძლებლობას აძლევს.

გამოსვლის დასასრულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას COVID-19-ის პანდემიის პირობებში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დისკუსიას მოდერირებას უწევდნენ სსფ-ის პროფესიული განვითარების ინსტიტუტის (ICD) დირექტორის ასისტენტი და განყოფილების უფროსი, ნორბერტ ფუნკე და სსფ-ის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების განვითარების დეპარტამენტის, მონეტარული და მაკროპრუნციული პოლიტიკის განყოფილების უფროსი, გასტონ გელოსი.


მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
14:31 ხუთ. 26 ნოემბერი
სააკაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილებას „სრულიად აბსურდული“ უწოდა. „სრულიად აბსურდული, არალოგიკური და თ...
22:40 ხუთ. 26 ნოემბერი
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ზე ტესტი 265 ადამიანს ჩაუტარდა. ე.წ. ოპერატიული...
22:27 ხუთ. 26 ნოემბერი
ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირების უმრავლესობა ასიმპტომურია. „დღეს ჩვენ თუ გვაქვს 3000-...
22:03 ხუთ. 26 ნოემბერი
როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდე...
21:35 ხუთ. 26 ნოემბერი
თბილისის მერიის ფასადი

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილე...

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადე...
21:14 ხუთ. 26 ნოემბერი
19:02 ხუთ. 26 ნოემბერი
მსოფლიო მარადონას გლოვობს (ფოტოგალერია)
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკ...
18:44 ხუთ. 26 ნოემბერი
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრადლე...
საერთო ჯამში სამხედრო გადატრიალების საქმის ფარგლებში თურქეთში 55 ათასი ადამიანია...
17:45 ხუთ. 26 ნოემბერი
ნათია თურნავა: სოციალური და ბიზნეს დახმა...
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცა...