ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ სსფ-ის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

სებ-ის პრეზიდენტი 2020
1588082476
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სსფ-ის "რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია", ონლაინ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა იმ ეკონომიკურ ზიანზე, რაც COVID-19-ისა და ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი კლების შედეგად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მიადგათ.

მიმართვის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერისა და ოპერატიული ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სსფ-ს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

"იმისათვის რომ მზად ვყოფილიყავით ნეგატიური შოკებისთვის, გასულ წლებში, ჩვენ მივმართავდით საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რაც სხვადასხვა ტრიბუნებიდან დისკუსიის საგანი არაერთხელ იყო. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ მოგვცა საშუალება, შეგვემცირებინა ფასებთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

პრეზენტაციისას ასევე, იმსჯელეს არსებული გაურკვევლობის ფონზე ახალ გამოწვევებზე, შოკების თავისებურებებზე, საპასუხო რეაგირებაზე და სამომავლო პერსპექტივაზე.

კობა გვენეტაძემ ღნიშნა რეგიონული ინტეგრაციისა და სავაჭრო არხების მნიშვნელობა დღევანდელ ვითარებაში. "უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული ჩაკეტილობა ნათელი დასტურია, თუ როგორი არაეფექტური და დამანგრეველია ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება". ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიგნით ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.

კობა გვენეტაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყაზახეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, კაირატ კელიმბეტოვი.

ონლაინ პრეზენტაციის დასასრულს, დისკუსია გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ეკონომიკური კვლევითი ცენტრების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის ხელმძღვანელი
ლუგარის ლაბორატორიის
დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეო...

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.

1611426345

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

1611428769

რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.

1611428672

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.

1611422793

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.

1611420562
ევროპარლამენტის დროშა და
შენობა

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს...

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკ...

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

1611412171
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ კორნავირუსის...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.