ეკონომიკა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის იანვარში 48.22 მლნ ლარით შემცირდა

საქართბელოს ეროვნული
ბანკის შესასვლელი
1614242762
დაკოპირებულია

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 48.22 მლნ ლარით (0.13%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.24%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.17 მლრდ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მლნ ლარით (0.53%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 41.28 მლნ ლარით (0.19%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.02%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.33 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.68%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.23 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.25%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.04%-ით მეტი).

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვრის განმავლობაში 0.08%-ით, ანუ 14.87 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 18.77 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით.

კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაახლოებით 250 ათასმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

1619002662

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619002316

„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.

1619002219

„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.

1619001952
ისნის რაიონში მცხოვრებ 29
ოჯახს საკუთრების
დამადასტურებელი
მოწმობები გადაეცა

ისანში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტუ...

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საგრანტო ხელშეკრულება GITA-სა და შპს „Ox...

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა „OxGen”- მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეკო...

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.