მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომპანიები სარგებლის მიღების მიზნით, თანამშრომლებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურიდან“ - პროფკავშირები

პროფკავშირების თავმჯდომარე

პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიები თანამშრომლებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურიდან, რათა მათ სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ და ბიუჯეტი დაზოგონ.  ირაკლი პეტრიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს რეაგირებას სთხოვს. 

„ეს არის ორი სასურსათო მიწოდების ქსელი ჯერჯერობით, რომელზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ისინი ზოგავენ ხელფასს თანამშრომლებზე და ჰკიდებენ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია და მძიმე გამოწვევების წინაშე დგას.“ - აცხადებს პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სატელევიზიო ეთერში.

„პროგრამულად შესაძლებელია, მოხდეს იმის იდენტიფიცირება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა დასაქმებულს ორი თვის განმავლობაში ხელფასი. ამას ვაკეთებთ შემოსავლების სამსახურში და მხოლოდ იდენტიფიცირების შემდეგ ვაგზავნით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში კომპენსაციის მისაღებად.

რაც შეეხება იმას, რომ კომპანია კადრულობს და ათავისუფლებს თანამშრომელს კომპენსაციის მიღების მიზნით, ჩვენ უნდა მოგვეწოდოს ინფორმაცია ასეთ სამსახურებზე და ამ საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან.“ - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე.

ინფორმაციისთვის, დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ უხელფასო შვებულებაში, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 200 ლარიანი დახმარება გადაეცემათ.

იხილეთ აგრეთვე:

🔹200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადა 20 თებერვალს იწურება