ეკონომიკა

კორონა-კრიზისმა ელექტრომობილების ბაზარსაც დაარტყა

ელექტრომობილი
1589437532
დაკოპირებულია

ინოვაციურობის ნაკლებობამ 2019 წელს ელექტრომობილების ბაზრის ზრდის ტემპი შეანელა. 2020 წელს იმავე მიზეზს ეკონომიკური კრიზისი და ნავთობზე 2.5-ჯერ შემცირებული ფასებიც ემატება. თუმცა ამავე დროს ელექტრომობილების სასარგებლოდ მუშაობს ის ფაქტი, რომ შეჩერებული წარმოებისა და მოძრაობის შედეგად ჰაერი გიწმინდა, რამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა თუ რა ზიანს აყენებს წიაღისეული საწვავი გარემოს.

მსოფლიოში ელექტრომობილების რაოდენობა დაახლოებით 8 მლნ-ა, რაც ჯამური მთელი ავტოპარკის 0.7%-ს უდრის და ჯერჯერობით ცალკეული ქვეყნების გარდა - ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები ამინდს ვერ ქმნის.

ელექტრომობილის ისტორია ზუსტად ავტომობილის ისტორის ტოლია და სათავეს XIX საუკუნის 80-იან წლებში იღებს. პიველი ავტომობილი, რომელმაც 100 კმ/სთ განაითარა ჯერ კიდევ 1899 წელს ელექტრო ძრავზე მუშაობდა. პირველ მსოფლიო ომამდე ავტოპარკის 1/3 ანუ წილობრივად ამჟამინდელზე 47-ჯერ მეტი, ელექტრომობილი იყო. მალევე იაფმა ბენზინმა ელექტრომობილების ინდუსტრია 1 საუკუნით დაასამარა.

XXI საუკუნის 10-იან წლებში დარგის აღორძინება პრაქტიკულად 0-დან დაიწყო. ელექტრომობილს ბევრი დადებითი თვისება გააჩნია, ეკოლოგიურია, ხარჯი ყოველ გავლილ 1 კმ-ზე რამდენჯერმე ნაკლებია, უხმაუროა, ნაწილები ნაკლებად ცვდება.... თუმცა მას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია: იმავე კლასის ავტომობილთან შედარებით ძვირია, შეზღუდულია გარბენი და რაც მთავარია სრულ დამუხტვას სწრაფდამტენითაც კი, რომლის რეგულარული მოხმარებაც არარეკომენდირებულია 30 წუთი სჭირდება, ჩვეულებრივი დამტენით 6-8 საათი. ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი ფასი მკვეთრად შემცირდა. 1 დამუხტვაზე გასავლელი მანძილი 100-120 კმ-დან 250-300 კმ-მდე გაიზარდა, მაღალფასიან მოდელებში ეს მაჩვენებელი 500 კმ-საც აჭარბებს, თუმცა დამუხტვის დრო ჯერჯერობით გადაუჭრელ ბარიერად იქცა.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს წახალისების სხვადასხვა პროგრამა გააჩნიათ. უმრავლეს შემთხვევაში შენაძენი დაბეგვრისგან თავისუფალია, ასეა საქართველოშიც. თუმცა ზოგიერთი უფრო შორს წავიდა სუბსიდირების პროგრამა ჩართო, მაგალითად გერმანია, სადაც ელექტრომობილის შეძენისას, თუ მისი ღირებულება €60 000-ს არ აღემატება, მფლობელს €4000 უკან უბრუნდება.

წამყვანი ევროპული ქვეყნების უმრავლესობა შეთანხმებული იყო, რომ 2030 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოება და იმპორტი აეკრძალათ, 2040 წლიდან კი გადაადგილებაც. ძირითადი გათვლა ელექტრომობილზე კეთდებოდა. იაპონიასა და ამერიკაში წყალბადზე მომუშავე ავტომობილებზეც, რომლის ინფრასტრუქტურაც ევროპაში განვითარებული არ არის.

ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ და ელექტრომობილის შეძენის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოხმარების დაბალი ხარჯი იყო. საქართველოს შემთხვევაში თუ მცირეძრავიანი ავტომობილიც კი ქალაქში 100 კმ-ზე მინიმუმ 20 ლარის ბენზინს წვავს, ელექტროენერგიის დანახარჯი მხოლოდ 3 ლარს შეადგენს. ევროპაში როგორც ელექტროენერგია, ასევე ბენზინი უფრო ძვირია და პროპორცია შესაბამისად დაახლოებით იგივენაირი ნარჩუნდება. საწვავის გაიაფების შემთხვევაში აღნიშნული სტიმული კლებულობს და მისი თავიდან გასააქტიურებლად საჭიროა რაიმე სხვა მიზეზი. ეს შეიძლება იყოს რაიმე ინოვაციური მიდგომა მწარმოებლების მხრიდან ან სამთავრობო რეგულაციები.

ამ დროისათვის მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებია ხელმისაწვდომი,  ევროპაში პირველ კვარტალში ელექტრომობილების გაყიდვები 57.4%-ით გაიზარდა, ახალი ავტომობილების წილში ის 4.3%-ს იკავებს, გასული წლის 3.6%-ისგან განსხვავებით. სურათი მთელ კონტინენტზე ერთი არაა. შვედეთსა და ნიდერლანდებში ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 10%-ს აჭარბებს, ისლანდიაში 25%-ს, ნორვეგიაში კი 55%-ს, მაგრამ 3%-ზე ნაკლებია საფრანგეთში.

მდგომარეობა ასეთივე პოზიტიური არაა მთელ მსოფლიოში, სადაც პირველ კვარტალში 6%-იანი კლება დაფიქსირდა და ჯამური გაყიდვები 489 ათასიდან 460 ათასამდე შემცირდა. ხოლო მისმა წილმა ახალ ავტომობილებში 2% დაიკავა. განსაკუთრებული 15%-იანი ვარდნა მარტში დაფიქსირდა.

უკვე მარტიდან და განსაკუთებით აპრილიდან ავტომობილების გაყიდვები როგორც შიდაწვისძრავიანი ასევე ელექტრომობილები მთელ მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა. ბაზარი უახლოეს პერიოდში მეტ-ნაკლებად გამოცოცხლდება, თუმცა გლობალური რეცესიის გამო ჯამური გაყიდვები ძველ მაჩვენებელს წელს ვეღარ დაუბრუნდება.

ყველაზე ცნობილი ელექტრომობილის Tesla model 3-ის გაყიდვები 50%-ით 71 ათასამდე გაიზარდა, მისი წილი კი 16%-მდე, Tesla-ს მთლიანი წილი 19%-მდე. რაც იმას ნიშნავს რომ პრაქტიკულად ყოველი მე-5 ახალი ელექტრომობილის ტესლასია. ამის მიუხედავად გაყიდვების 0.5 მლნ-იანი გეგმა წელსაც მიუღწეველი რჩება.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 25
იანვარი 2021 წ.

მოცეკვავე ქალები, ადამიანები ფრინველის ნ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 25 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ერთადერთი, რაც ამ ხელისუფლებას ესმის, არის ძალა და ეს ძალა არის ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში. თუ დაინახავენ ამ ძალას, დაიხევენ უკან და მოხსნიან ამ იდიოტურ რეგულაციებს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

1611600136

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ სინანულს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ძლიერი შესაძლებლობა“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში განაცხადა.

1611598476

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

1611596857

„ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიმართ, ასევე გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა. მისი ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ ხუთივე მკვლელობაში ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა საქმესთან და შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი“, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში გურამ ამირხანაშვილის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

1611595218
ირაკლი კობახიძე და
ქართული ოცნების წევრები

„მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული...

„მოხარული ვარ, რომ მეორე ვადით, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის პოსტზე“,- ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პუტინი: იმ ფილმში ნახსენები ქონება არც მ...

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით. პუტინის თქმით, ფილმში ნაჩვენები ქონება მას არ ეკუთვნის. რუსეთის პრეზიდენტმა ეს სტუდენტებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ამის შესახებ  www.rbc.ru იუწყება. 

ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გ...

ბათუმში ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარედგინა. 

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად გვაქვს კარგი...

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და  ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.