ეროვნული ბანკის ცნობით, 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3253 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3164 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.89 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.984 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9545 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.95 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4274 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.43 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში.
ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ღამის კლუბებს, რესტორნებს, დისკოთეკებს, კარაოკეებს და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ Meduza იუწყება.
ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, ესტონეთისა და სლოვენიის პირველი დიპლომატები, დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არა ერთი ვიცე-პრეზიდენტი არის. ჩვენ გვეამაყება ის გარემოება, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ხელმეორედ იქნა არჩეული ამ ძალიან მნიშვნელოვან და პრესტიჟულ პოზიციაზე თუმცა, ეს პოზიცია პირდაპირ არ განაპირობებს იმ ვალდებულებას, რომ ვიცე-პრეზიდენტი უნდა წარუძღვეს კონკრეტულ სესიას. ეს ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სწორედ დღეს, ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს ისეთი მნიშვნელოვანი სესიის წაყვანა, რომელიც კოვიდ 19-ის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ეხებოდა“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
ლევან შარონის თქმით, ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თანხა გადაიხადა ვაქცინის დამუშავებაში.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ევროსაბჭოს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი კობახიძის გამოსვლას ეხმაურება.
კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კონტრაქტორი მძღოლები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.