ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3069 შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 3.3021 იყო, შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.48 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევროც, რომლის კურსი 4.0149 ლარია . კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.9837 იყო. ევროს კურსის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 3.12 თეთრი შეადგინა.
დღეს მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 თებერვლიდან შევა ძალაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მაინმარში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეიდან კომპანიები ვალდებული იქნებიან დასაქმებულთა სამუშაო საათები ზუსტად აღრიცხონ.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია.
„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.
პირველი მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.