მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი მცირედით გამყარდა

 ლარი

29 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0552 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0556 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.                 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.49 თეთრი შეადგინა.  

უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.4457 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.7671 ლარი ეღირება.                                              

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ივნისიდან შევა ძალაში.