მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი მცირედით გაუფასურდა

 ლარი

30 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0568 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0552 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.16 თეთრი შეადგინა.                       

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4282 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.84 თეთრი შეადგინა.     

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4460 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.7541 ლარი ეღირება.                                                           

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 ივლისიდან შევა ძალაში.