მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარის კურსი 3.00-ს ჩამოსცდა

ლარი

ლარი მეოთხე დღეა მკვეთრად მყარდება. 16 მარტის შემდეგ პირველად Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 3.00-ს ჩამოსცდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება ბოლო 4 დღეში 19 თეთრით შემცირდა.

ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის მეორე დეკადაში დაიწყო. სულ რაღაც 17 დღეში, 10 მარტიდან 27 მარტამდე ოფიციალური კურსი 69 თეთრით 2.79-დან 3.48-მდე გაუფასურდა. ბანკებში დოლარის ღირებულება 3.50-საც სცდებოდა. აპრილ-მაისში კურსი 3.15-3.20-ის ფარგლებშოი დასტაბილურდა, ივნისიდან კი გამყარება დაიწყო.