მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარის კურსი მარტის ნიშნულს დაუბრუნდა

ლარის კურსის ცვლილება

4 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 5.75 თეთრი შეადგინა.                

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3422 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.65 თეთრი შეადგინა.          

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4413 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.7394 ლარი ეღირება.                                                            

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 ივნისიდან შევა ძალაში.