მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება და საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 2,75%

ლაშა ხუციშვილი

„ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75% - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საკუთარ Facebook-ზე.

იგი მადლობას უხდის პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს.

„მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე“, - წერს ფინანსთა მინისტრი.