ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ბანკის მმართველთა საბჭოს სესია გახსნა

ლაშა ხუციშვილმა ADB-ის
მმართველთა საბჭოს
თავმჯდომარის რანგში
ბანკის მმართველთა საბჭოს
სესია გახსნა
1620287366
დაკოპირებულია

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 54-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესია, რომელსაც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში გაუძღვა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ფორუმი დაგეგმილი იყო თბილისში, თუმცა გლობალური პანდემიის გამო აღნიშნული ღონისძიება კვლავ ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

„2024 წელს, ჩვენ უკვე თბილისში ვუმასპინძლებთ ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან შეხვედრას. ვიმედოვნებ, ამ დროისთვის, ერთობლივად მივაღწევთ წარმატებას გლობალური პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზაზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

პრესსამსახურის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს ასეთ რთულ ვითარებაში ყოველწლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას, განხილულ იქნეს თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაესვას აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.

გლობალურ პანდემიაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა ADB-ის წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.

„ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისთვის შემუშავებული 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი წევრი ქვეყნებისთვის.

აღნიშნული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზიანის მინიმუმამდე შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.

ამჟამად, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა ვაქცინა უკვე შექმნილია და ვაქცინაციის პროცესიც დაწყებულია, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვხედავთ მნიშვნელოვან ხარვეზებს ვირუსთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, ვაქცინების მარაგების მხრივ.

იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს ხარვეზი და გაიზარდოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, მიმაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის როლი ამ პროცესში,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკის საფუძვლების განმტკიცებას და შოკის მიმართ მდგრადობას.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკა. საქართველო თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის მხარდამჭერია და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

უფრო მეტი ინტეგრაცია, ღიაობა და დაბალი ბარიერები, მსოფლიო ეკონომიკური არქიტექტურის საკვანძო ფაქტორებია და ჩვენ სწორედ მათზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან, ასევე, ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის როლზე კერძო სექტორის განვითარების პროცესში.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი, რადგან ის ნამდვილად არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა.

ADB– ის როლი აქაც მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კერძო სექტორს, მხარდაჭერის ჩვეულებრივი ინსტრუმენტები, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი, ამიტომ საჭიროა ფიქრი ახალი მექანიზმების შემუშავებაზე.

ასევე, მნიშვნელოვანია, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა. ადამიანური კაპიტალის ინდექსში პირველი ოთხი ქვეყანა სწორედ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდანაა. მიუხედავად ამისა, არიან ქვეყნები, მათ შორისაა საქართველოც, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამორჩებიან სხვებს თავის მონაცემებით.

ეხმარება რა წევრ სახელმწიფოებს ჯანდაცვისა და განათლების სისტემების რეფორმირებაში, აზიის განვითარების ბანკმა დააგროვა დიდი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული.

დარწმუნებული ვარ, ბანკი იქნება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ეკონომიკის აღდგენის საერთო დღის წესრიგის შემდგომი განვითარებისთვის პოსტ-პანდემიურ პერიოდში,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების მმართველებს და ბანკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორობისთვის.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

1623701841

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენთან პირველი პირისპირ საუბარი ოპტიმისტურად შეაფასა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.

1623701123
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

1623696536
ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდ...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ.

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.