ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილმა აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ლაშა ხუციშვილმა აზიის
რეგიონალური ეკონომიკური
თანამშრომლობის
ორგანიზაციის (CAREC)
შეხვედრაში მიიღო
მონაწილეობა
1620129755
დაკოპირებულია

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, როგორც ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრაში, თემაზე: „რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა ციფრული ტრანსფორმაციის გზით“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა თუ როგორ შეუძლია CAREC-ს უფრო ეფექტურად შეუწყოს ხელი კერძო-საჯარო დიალოგს ამ მიმართულებით.

როგორც მან აღნიშნა, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის განვითარება, ქმნის ციფრული ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ამ პროცესს კი შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.

„ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია, სატრანსპორტო დერეფნების და ლოგისტიკური სისტემების სინქრონიზაცია, მონაცემებისა და დოკუმენტაციის ელექტრონული გზით გაცვლა - ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ „ციფრული ინტეგრაციის გზით“ შეიძლება.

პანდემიის შემდგომ პერიოდში, CAREC-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა მხოლოდ მთავრობების მხრიდან ძალისხმევა არ არის საკმარისი, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიალოგს კერძო სექტორთან.

ყველას გვესმის, რომ ინტეგრაციის პროცესის საბოლოო ბენეფიციარი სწორედ კერძო სექტორი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიზნესი განვიხილოთ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა და ლოგისტიკური დერეფნის ფორმირება, აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზნებია.

„ამ მიმართულებით, მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს აზიის განვითარების ბანკი.

ესაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანი საბაჟო- გამშვები პუნქტის ინოვაციური იდეა. ეს არის პროექტი, რომელიც ქმნის არა მხოლოდ მყარ ინფრასტრუქტურას.

პროექტი შეიმუშავებს ციფრულ პლატფორმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ორივე ქვეყნის ინფორმაციულ სისტემებთან.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას და შესაძლოა, გახდეს კარგი მოდელი CAREC- ის დერეფნისთვის“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაციის ციფრულმა გადაწყვეტამ, მონაცემთა გაცვლის კოორდინირებულმა სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალი.

„გარდა ამისა, ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რეფორმებს, რომლებიც მიმართული იქნება სხვადასხვა სექტორის დერეგულაციისკენ და კერძო სექტორის როლის გაძლიერებისკენ.

ამ კუთხით, თითქმის ყველა ქვეყანაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი. განსაკუთრებით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პროცესში.

აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან წვლილს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრაში, მონაწილეობა მიიღეს ADB-ის გენერალურმა დირექტორმა, CAREC-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციისთვის, ფორუმის მოდერატორი იყო ჟურნალ ეკონომისტის მთავარი რედაქტორის მოადგილე ტომ სტენეჯი.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623739894

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

1623739624

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623739446

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს “ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1623739367
ჯანდაცვის მინისტრი

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურა...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

1623703144
„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ  90%-ზე მეტი ეფექტ...

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

15 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აშშ-თურქეთის პრობლე...

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენთან პირველი პირისპირ საუბარი ოპტიმისტურად შეაფასა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.