ეკონომიკა

ლენტეხსა და გურჯაანში გადასახადის გადამხდელებს RS CAR მოემსახურება

RC CAR2
18:06 22.05
დაკოპირებულია

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR ლენტეხსა და გურჯაანში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მეწარმეებს მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციები, ასევე საგადასახადო შეღავათებზე დაწესებული რეგულაციები გააცნეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირებს, ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

მომავალი კვირიდან, მოძრავი სერვისცენტრი კვლავ სისტემატურად, საქართველოს მასშტაბით, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, გაუწევს მომსახურებას მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხ...
ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსა...
22:17 03.06
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1...
22:08 03.06
"საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, რაც ბევრმა დიდმა სახელმწიფომ ვერ შეძლო და პრაქტიკულად, 3 თვის გ...
22:04 03.06
შინაგან საქმეთა სამინისტრი გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. უწ...
21:58 03.06
არ გადაკვეთო 4 თბილისში, ბაგებში სროლა იყო
თბილისში, ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილე...
გორს სტიქიამ გადაურა
გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა სტალინის გა...
მცხეთაში მტკვირსა და არაგვის ხიდებზე მოძ...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისამდ...
mediacritic.ge - მედიაკრიტიკის პლატფორმა...
2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების...