ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: 5000 ჰექტრამდე ახალი ბაღის გასაშენებლად 40 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება 

ლევან დავითაშვილი თელავში
20:59 ხუთ. 22 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა, რაც სანედლეულო ბაზას უქმნის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომელიც ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას იძლევა დამატებით შემოსავლებს და გვაძლევს საშუალებას რომ მეტი საექსპორტო პროდუქცია ვაწარმოოთ ქვეყანაში“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსებას გულისხმობდა.

„ეს იყო საგრანტო თანადაფინანსება, იმიტომ რომ მრავალწლიან ინვესტიციებში ასეთ იაფ ფულად რესურსებთან ერთად საჭიროა გარკვეული საჩუქარი სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსების შედეგად ჩვენ მივიღეთ ახალი, თანამედროვე ინტენსიური ბაღები მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ჩვენ 5 000 ჰექტრამდე ახალ ბაღს გავაშენებთ, რაზეც 40 მლნ ლარზე მეტს დავხარჯავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2015 წლიდან, პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, ჯამში, 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სფეროში მიღწეული შედეგებისა, მისი პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად ინტენსიური მუშაობაა საჭირო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ დარგის პროგრესს, რომელიც მომავალ წლებში განვითარდება და ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით თანმიმდევრული იქნება. მოსახლეობას რაც დავპირდით, მნიშვნელოვანი ნაწილი შევასრულეთ, თუმცა ჩვენ ვართ განვითარების გზის მხოლოდ დასაწყისში. ერთ-ერთი პირველი რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება, ეს არის იაფ ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

ეს იყო ჩვენი დაპირება, რომელიც შესრულდა 2013 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის პროგრამა. ვნახეთ თუ რამდენად შთამბეჭდავი იყო რიცხვები, თუმცა გავაგრძელებთ ამ პროგრამას, რადგან გვესმის, რომ იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნებისა და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
12:22
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 2021 წელს, დაბა ქედაში, ახალგაზრდების ინიციტივით -...
25 წუთის წინ
ალიევის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანულმა ჯარმა დაიკავა ჯებრა...
26 წუთის წინ
როგორც ლიბერთი ბანკში აცხადებენ, ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზ...
35 წუთის წინ
მისი თქმით, ტესტირება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. „ტესტის გაკეთება ყველა ადამიანს...
35 წუთის წინ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ფინანსდება

ლანჩხუთში ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკები...

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს. მათივე ინფოემაც...
44 წუთის წინ
„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრი გარდ...
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალ...
12:52
ბერდია სიჭინავა: შექმნილია სპეციალური სა...
მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წი...
აკაკი საღირაშვილი: ჩვენი მიზანია, ციფრულ...
მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევ...