ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის უახლოეს წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

სოფლის მეურნეობის მინისტრი
20:42 ხუთ. 22 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, 4 წელიწადში 1 200 ჰა ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტირება მოხდება“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს.

„ტრადიციულად, ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დარგი იყო ჩაის მიმართულება, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ჩაის არსებული პლანტაციების რეაბილიტაცია. შედეგები შთამბეჭდავია, მომავალ 4 წელიწადში, ჩვენ გავაგრძელებთ მილიონობით ლარის ინვესტიციას და 1200-ზე მეტ ჰექტარზე ახალი პლანდაციების რეაბილიტაციას მოვახდენთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, აგრარული სექტორის განვითარებისთვის, სახელმწიფოს მიერ სურსათის უვნებლობის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა საკარანტინო მავნებელთან ბრძოლის კუთხით, საქართველომ დაამარცხა აზიური ფაროსანა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მემცენარეობის მიმართულებით, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაუძლეველი გამოწვევაა. ჩვენ გავაგრძელებთ მცენარეთა მავნებლებთან ორგანიზებულ ბრძოლას და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების განვითარებას.

ამავდროულად გაგრძელდება მნიშვნელოვანი აქტივობები ვეტერინარული მიმართულებით - ეს არის უფასო ვაქცინაცია, იმისთვის რომ ვეტერინარული ფონი ქვეყანაში იყოს უფრო მეტად საიმედო,რათა მესაქონლეობის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები, გავაკეთოთ ინვესტიციები, მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ და ეს პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე იყოს მისაღები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
12:22
დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა სა...
22 წუთის წინ
ამირან გამყრელიძე აქვე ამბობს, რომ ყოველდღიურად 4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევის მოლოდინი არ ჰქონდათ....
34 წუთის წინ
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ჭურვების ტრანსპორტირების დროს მოხდა. ამჟამად ინციდენტის გამოძიება...
38 წუთის წინ
დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა აქტივისტები მთავრობის სახლის შენობაზე საპროტესტო წარწერებით ბუშტებ...
43 წუთის წინ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020

„ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - გამყრე...

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა,...
54 წუთის წინ
„იძულებული ვართ, საქმიანობა სრულად შევაჩ...
მათი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კვების ინდუსტრია გა...
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში პროდუქტების...
„პროდუქტების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში თავად გაერთიანე...
მერიამ ვარკეთილის მეტროს დიზაინის ყველა...
მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტები არ შეესაბამებოდა თბილისის მერიის მიერ წარმოდგ...