„ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული მიდგომები სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ განსაზღვრა ჩვენი ახლებური, ევროპული განვითარების დღის წესრიგი, რაც დიდ წილად სოფლის მეურნეობის განვითარებასაც გულისხმობს.
„ჩვენ შევიმუშავეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პირველი სტრატეგია, შემდგომ უკვე სოფლის განვითარების სტრატეგია, რაც უფრო მეტად სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობას გულისხმობს. დღეს უკვე გვაქვს ახალი დოკუმენტი, რომელიც 2021-2027 წლების სოფლის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. თანმიმდევრულობა შედეგებში აისახა.
სოფლის მეურნეობის გამოშვება 2012 წლისთვის 3 მლრდ-ზე ოდნავ მეტი იყო; 2020 წლის სოფლის მეურნეობის გამოშვება, საპროგნოზო მონაცემებით, 6 მლრდ-მდე უნდა იყოს.
სოფლის მეურნეობის დოვლათი, რაც ქვეყანაში იქმნება, თითქმის 50 %-ით არის გაზრდილი. 70 %-ით არის გაზრდილი ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობის გამოშვება.
პროდუქტიულობა ერთ დასაქმებულზე უფრო გაიზარდა ანუ, უფრო ტექნოლოგიური გახდა სოფლის მეურნეობა. და ერთიც მინდა აღვნიშნო, დამატებითი ღირებულება, ანუ ის, რასაც სოფლის მეურნეობა ქმნის ეკონომიკაში, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში.
ჩვენ მილიარდზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოგვაქვს ყოველ წელს და, პრაქტიკულად, არაფერი გაგვქონდა. დაახლოებით 750 მილიონ დოლარზე მეტი იყო ეს უარყოფითი ბალანსი, რაც დღეს, ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 250 მლნ დოლარს შეადგენს. 500 მლნ დოლარზე მეტით გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ამ სექტორში.
ერთ წელიწადში და მოკლევადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის არცერთი გადაწყვეტილება შედეგს არ იძლევა; სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
ბევრი კრიტიკის და სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკაზე უარი არ გვითქვამს. ბევრი რამ ჯერ კიდევ მისაღწევია, მაგრამ თვალსაჩინო მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს”, - აღნიშნა დავითაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇
✔️ ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ
✔️ იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია რუსეთის 93 ქალაქში იმართება. ამის შესახებ Meduza იუწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას Pfizer / BioNTech–თან და შესაძლებელია თებერვალში დაიწყოს ვაქცინების მიწოდება ღარიბი და დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავტოსაგზაო შემთხვევაში რუსი სამხედრო, 25 წლის ლეონიდ ხომიაკოვი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა.
ბრიტანული გამოცემა The Guardian სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის. სტატიის სათაურია „მოსკოვი პასუხისმგებელია 2008 წელს საქართველოში მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე, ძარცვაზე და საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯოზეფ ბაიდენს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და საუბნო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.